Jump to content
Planeta.Ge

მედია - ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპნენ


ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ, - ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

„პრეზიდენტი რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შვეულმფრენის ყველა მგზავრი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ“, - განაცხადა წყარომ Reuters-თან, რომელმაც, საკითხის სენსიტიურობის გამო, ანომიმურობის დაცვა ითხოვა.

ამასთან, ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ინფორმაციით, "ვერტმფრენის ყველა მგზავრი, მათ შორის ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი , დაიღუპა".

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...