ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა – მედია
ვერტმფრენს, რომელსაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი გადაჰყავდა, ინციდენტი შეემთხვა ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ვიზიტისას.
ამის შესახებ ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო იტყობინება და ინფორმაციას CNN ავრცელებს.
“პრეზიდენტის თანმხლები პირების ნაწილმა შეძლო დაკავშირება ცენტრალურ შტაბთან, რაც იმედს იძლევა, რომ ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა”, – წერს ირანული წყარო.
ირანელების დელეგაცია სამი ვერტმფრენით იმყოფებოდა აზერბაიჯანში. ორ მათგანში მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები ისხდნენ, რომელნიც, ირანული წყაროს მიხედვით, დანიშნულების ადგილას მშვიდობიანად ჩავიდნენ.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.