Jump to content
Planeta.Ge

სენაკში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა რომ, სენაკის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად, ბრალდებულსა და მის სამეგობროს, კონფლიქტი მოუვიდათ, 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-სა და მის მეგობრებთან, რის შედეგადაც ბრალდებულმა თ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მომხდარი ინციდენტის შედეგად ასევე ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა”, – აცხადებს შსს. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...