მაიკლ როთი - სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო - შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა - ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად
ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა. ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად“, - წერს როთი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.