Jump to content
Planeta.Ge

ლანდსბერგისი: თბილისში ვიზიტის შემდეგ ბევრი მაქვს გასაანალიზებელი


ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ვიზიტის შესახებ X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოფნის შემდეგ, ბევრი რამ აქვს გასაანალიზებელი.

„მოუსმენს ევროკავშირი ქართველ ხალხს და აირჩევს იმედს? თუ უარვყოფთ ჩვენს ევროპულ ღირებულებებს და კომპრომისზე წავალთ? თბილისში ვიზიტის შემდეგ ბევრი მაქვს გასაანალიზებელი.

ე.წ. გამჭვირვალობის კანონი არ ეხება გამჭვირვალობას. დიდი ალბათობით, მისი მიზანია, გამოყოს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკური პროცესის მიმართ კრიტიკულები არიან და აიძულოს დამორჩილება. ძირითადად ვისზეც არის მიმართული, დაფინანსებულები არიან ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ.

ანტიდემოკრატიული სულისკვეთების დაწერილი კანონის გამოსწორება შესაძლებლობებს სცდება. ბევრს სჯერა, რომ ნებისმიერი გადაწერა იქნება უბრალოდ დაფარვა და სინამდვილეში მთავრობას კიდევ შეუნარჩუნდება მექანიზმები, რომ არასამთავრობოების ფუნქციონირების შესაძლებლობა შეზღუდოს

ამოქმედების შემთხვევაში, კანონი, დიდი ალბათობით, გაფართოვდება, როგორც ეს რუსეთში ვნახეთ. კანონის არსებობის შემდეგ, მარტივია მისი მშვიდად შესწორება”, – წერს ის.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...