Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა


კრეატიული სააგენტო „ლიმონის” დამფუძნებელ გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მაია მგელიაშვილმა გამოიტანა. დაცვის მხარე 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ ეს შამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით.

შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ამასთან, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულსიხმობს.

მანამდე შსს სარეკლამო კომპანია „ლიმონში” შევიდა. ოკმელაშვილი იქ არ იყო, რის შემდეგაც ის სახლიდან აიყვანეს.

პარალელურად გაჩხრიკეს მისი სახლი და ოფისი. გადასაღები პავილიონიდან პოლიციამ გაიტანა კომპიუტერული და სხვა ტიპის ტექნიკა.

გიორგი ოკმელაშვილს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...