Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 3.44 მლრდ ლარს ინახავენ


საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 7.622 მილიარდ ლარს, იურიდიული პირების კი 1.447 მლრდ ლარს შეადგენს. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, დეპოზიტების მოცულობა 50.6 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მონაცემებით არარეზიდენტების წილი მთლიანი დეპოზიტების 17.9%-ს შეადგენს, ჯამური თანხა კი 9.069 მლრდ ლარია.

სებ-ის წლიური ანგარიშის თანახმად, „წარმოშობის მიხედვით, არარეზიდენტების მთლიან დეპოზიტებში გაზრდილია რუსეთის რეზიდენტების წილი 38 პროცენტამდე. ამავდროულად, ჯამურად ეს დეპოზიტები კვლავ დივერსიფიცირებულია, როგორც ქვეყნების, ისე დეპოზიტების ტიპების მიხედვით, რაც რისკიანობის კუთხით დადებითი ფაქტორია“.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით არარეზიდენტ პირებს ვადიან ანაბარზე განთავსებული ჰქონდათ 3.179 მლრდ ლარი, მოთხოვნამდე ანაბარზე - 2.214 მლრდ ლარი, მიმდინარე დეპოზიტებზე კი 3.676 მლრდ ლარი.

 

რაც შეეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების წილს მთლიან დეპოზიტებში, ასე გამოიყურება: (2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით)

  • რუსეთი - 38%, დაახლოებით 3.446 მლრდ ლარი
  • ისრაელი - 8%, დაახლოებით 725.5 მლნ ლარი
  • უკრაინა - 7%, დაახლოებით 634.8 მლნ ლარი
  • კვიპროსი - 5%, დაახლოებით 452.4 მლნ ლარი
  • დიდი ბრიტანეთი - 5%, დაახლოებით 452.4

გარდა ამ ხუთი ქვეყნისა, საქართველოს ბანკებში დეპოზიტებს ინახავენ ბელარუსის, აზერბაიჯანის, გერმანიის და ა.შ. ქვეყნების მოქალაქეები.

ruseti-1715848417.jpg

 

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში არასაბანკო დეპოზიტები 5.8 მლრდ ლარით გაიზარდა და დეკემბრისათვის 50.60 მლრდ ლარი შეადგინა. დეპოზიტარების სტრუქტურის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების ანაბრების ზრდა, შესაბამისად, 15.1% და 13.3% იყო. 2023 წლის განმავლობაში გაიზარდა დეპოზიტების ლარიზაციაც და დეკემბრის ბოლოსთვის 49.6% პროცენტი შეადგინა.

bpn.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...