Jump to content
Planeta.Ge

დროებითი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 19 და 23 წლის პირები დააკავეს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პოლიციამ რუსული კანონის საწინაარმდეგო აქციების კიდევ ორი მონაწილე  დააკავა სისხლის სამართლის ბრალდებით.

უწყების განცხადებით, 19 წლის ო.ო-ს და 23 წლის ს.მ-ს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანება. ბრალდება მათ პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის ჯებირის მიზანმიმართულად დაზიანებას ედავება:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ო.ო. და წარსულში ნასამართლევი 2001 წელს დაბადებული ს.მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 მაისს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ს.მ.-მ და ო.ო.-მ სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს,“ — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...