Jump to content
Planeta.Ge

სპორტული ჟურნალისტები: მხარდაჭერას ვუცხადებთ საზოგადოების სამართლიან, მშვიდობიან პროტესტს


სპორტული ჟურნალისტები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების მიხედვით, სპორტული ჟურნალისტები იაზრებენ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას და მკაცრად გმობენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას.

„ჩვენი აზრით ე.წ. გამჭვირვალეობის კანონის მიმღები ხელისუფლება, რომელიც ბოლო პერიოდში ძალმომრეობის და ადამიანთა უფლებების შელახვის სიმბოლოდ გადაიქცა, არის ყოველგვარ ლეგიტიმაციას მოკლებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტების პოზიციით, სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება.

„სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება. სამწუხაროდ, რუსული კანონის მიმღებ დეპუტატთა შორის ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი სპორტსმენები არიან, რომლებსაც გამომდინარე მათი გამორჩეულად კარგი სპორტული კარიერისა, ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ევროპულ არენებზე ასპარეზობა პროფესიონალური ზრდის აუცილებელი პირობაა. ამისი დასტურია ის უდიდესი ისტორიული წარმატება, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ, მთელი ერი ერთად ზეიმობდა და რომლის გამოც, კანონისთვის ხმის მიმცემ 84 დეპუტატს შორის მყოფი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ღირსების ორდენზეა წარდგენილი. საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია! ამ გზიდან გადახრის ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ აფერხებს ჩვენი ერის წინსვლას და კეთილდღეობას!

ჩვენ, სპორტული ჟურნალისტები თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ სამოქალაქო საზოგადოების სამართლიან, მშვიდობიან პროტესტს და რა თქმა უნდა, ვგმობთ სახელმწიფოს მხრიდან ამ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ამ ეტაპზე ხელს აწერს 27 ჟურნალისტი, თუმცა სია განახლებადია.

◉ სანდრო ცნობილაძე ( Europop / Silk Sport)
◉ სალომე საგინაშვილი (90 წუთი)
◉ დავით ერაძე (Mtavari Tv)
◉ ირაკლი იმედაძე
◉ მაგდა კლდიაშვილი (Recorder)
◉ ლევან ყუფარაძე
◉ საბა საბანაძე
◉ სანდრო ბრაგვაძე (Gms Tv / Geo Rugby)
◉ ტატო ნიკურაძე (Free rugby)
◉ შალვა ქობალია (Marca)
◉ ეკა ელოშვილი
◉ ნიკა ბაიდაური (საფეხბურთო კლუბი დილა)
◉ გუგა როგავა
◉ ნიკა მითაიშვილი
◉ თინათინ ცეცხლაძე (Marca)
◉ ირაკლი ფოფხაძე
◉ დიმა შარიქაძე
◉ სალომე ბალახაშვილი
◉ სალომე ხარატიშვილი (სპორტული გაზეთი ლელო)
◉ გიორგი გელაშვილი ( საფეხბურთო კლუბი ორბი / ხაშურის ივერია / ხაშურის სპორტი)
◉ ზაქრო გალუსტაშვილი
◉ გიორგი ხარშილაძე
◉ ნოდო ბროლაშვილი
◉ ცოტნე შაორშაძე ( TST სპორტი)
◉ თაზო კურტანიძე (TST სპორტი)
◉ ნიკა ჩალათაშვილი (ოვალური სტუდია)
◉ ნიკოლოზ ტაბატაძე

 

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...