Jump to content
Planeta.Ge

ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა


ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, გადაწყვეტილება „აჟიოტაჟური პროცესების გამო მიიღო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები”.

სებ-ი მიუთითებს, რომ შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა იყო, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა.

ერონული ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარზე რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად, მოკლევადიანია.

„ფინანსური სისტემის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის კომერციულ ბანკებს გააჩნიათ ჯანსაღი მომგებიანობა და აქტივების მაღალი ხარისხი, კაპიტალის და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, რათა შეუფერხებლად მოემსახურონ კლიენტებს და დააკრედიტონ ეკონომიკა. ლიკვიდური აქტივების ჯამური მოცულობა დღეს საბანკო სისტემაში 16.7 მლრდ ლარის ექვივალენტს აჭარბებს, რაც პოტენციური შოკების მიმართ უპრეცედენტო გამძლეობაზე მეტყველებს. დღეს საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია”. – აცხადებს ეროვნული ბანკი.

ლარი 15 მაისს მკვეთრად გაუფასურდა მას შემდეგ, რაც 14 მაისს ხელისუფლებამ რუსული კანონი III მოსმენით დაამტკიცა.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...