აშშ, EU და 14 ევროპული ქვეყნა რუსულ კანონს ერთობლივი განცხადებით გმობენ
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ევროკავშირთან და 14 ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი რუსული კანონის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.
განცხადებას, რომელშიც რუსული კანონია მოხსენიებულია, როგორც ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის ამსახველი კანონი, ხელს აწერენ:
ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები, ასევე: ევროკავშირი, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, უკრაინა და გაერთიანებულმა სამეფო.
მასში ნათქვამია:
„მარტივად რომ ვთქვათ, ეს ე.წ „უცხოური აგენტის“ კანონი ასახავს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას.
მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეების მიერ არაერთგზის გამოთქმული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა გადადგა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება მის გაცხადებულ მიზანს დასავლური ინტეგრაციის შესახებ.
როგორც ევროატლანტიკურ კანონმდებლებს, ჩვენ გვესმის, რომ პარლამენტის როლი არის ხალხის ნების ასახვა. საქართველოს მოქალაქეებაც ცალსახად უარყვეს ეს კრემლის მიერ შთაგონებული კანონი, როგორც შეუთავსებელი მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ე.წ „უცხოური აგენტის“ კანონი ასახავს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციას.
„პატივცემული ქართული ორგანიზაციები, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ეს კანონი ეწინააღმდეგება ასეთ ღირსეულ ძალისხმევას და ემსახურება პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტებია. შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებენ მათ მხარდაჭერას, რადგან მათი ხელმძღვანელობა და საქართველოს ხედვა ასახავს ნამდვილ პატრიოტიზმს, სრულიად განსხვავებით პარლამენტის 84 წევრისგან, რომლებიც გუშინდელ კენჭისყრაზე რუსეთს შეუერთდნენ.
ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც გაბედულად გამოავლინა თავისი მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით.
არ მოვერიდებით, პასუხისმგებლობა დავაკისროთ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ რუსული სტილის კანონის მიღებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სასტიკ ძალადობაზე. მათ შორის ივანიშვილს და მის გარემოცვას. ქართელ ხალხს ვეუბნებით: თქვენ მარტო არ ხართ”.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.