გახარია - დღეს ყველა ჩვენგანისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეროვნული დონის ამოცანაა დავიცვათ ჩვენი შვილების ევროპული მომავალი, იმ შვილების, რომლებიც დღეს უკვე ევროპელები არიან და საქართველოს ქუჩებში დგანან
"დღევანდელი ხელისუფლება საკონსტიტუციო ჩარჩოდან დიდი ხანია გასულია, რაც გამოიხატა თუნდაც ამ კანონის მიღებით. ეს არის მცდელობა პირველ რიგში საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების. , ჩვენ ყველაზე მძიმე შედეგებისთისაც უნდა მოვემზადოთ. ის რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავიცვავთ ქვეყნის ევროინტეგრაციას და ამასთან ერთად, შევძლებთ და თავიდან ავარიდებთ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება. ის გაბრაზება, რასაც დღეს თბილისის ქუჩებში ვხედავთ, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. ამ ადამიანებს აქვთ გაბრაზების უფლება და მე მიჭირს დღეს მათ მოვუწოდო ზომიერებისკენ. ემოციები უნდა ვმართოთ და უნდა ვიყოთ თავდაჯერებულები, იმიტომ, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქის გაბრაზება დღეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. არაადეკვატური ადამიანების შესახებ კომენტარების გაკეთებას აზრი არ აქვს, მარტივი მიზეზის გამო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება ვეტოს პირობებში, რა თქმა უნდა, ვეტოს ეტაპზე ქვეყანა ამ კანონისგან უნდა დავიცვათ, მაგრამ ეფექტი ამ კანონის მიღების ქვეყანამ უკვე მიიღო, ქვეყანა უკვე დაზიანდა, ეს კანონი ჯერ დღეს დაამტკიცეს, მაგრამ გუშინ, გუშინწინ და კიდევ უფრო ადრე "ოცნება" ამ კანონს ფაქტობრივად უკვე ახორციელებდა, როდესაც ძალადობდნენ ახალგაზრდებზე აბსოლუტურად უმიზეზოდ ქუჩაში... ამიტომ „ოცნება“ ახლა იმისთვის, რომ ბუნდოვანება დატოვოს, უბრალოდ იტყუება. ეს არის მიდგომა, რომელსაც ისინი ხშირად იყენებენ, ძალიან კარგად ვიცი ეს როგორ ხდება. ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს წარმოდგენა არ აქვთ ხვალ რა დავალებას მიიღებენ, იმიტომ, რომ ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ავალებს და ალაპარაკებს და მესამეს აკეთებს, ამიტომ აქ რაიმე გონიერი ან ადეკვატური ანალიზის რესურსი აღარ არსებობს. აქ ერთადერთი გამოსავალია ამ კანონის გაწვევა, ამ კანონის უკან წაღება, გამოსვლა საქართველოს მოქალაქეების წინ და თქმა, რომ - ბოდიში, შეგვეშალა. ბოდიში მოუხადონ იმ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს ასე ექცევიან. ქართულ პოლიტიკაში ფულის და მევახშეობის დრო უნდა დასრულდეს, სხვანაირად ჩვენ ყოველთვის ვიქნებით დამოკიდებული ოლიგარქებზე ან იმ ადამიანებზე, რომლებსაც უნდათ, რომ სხვა ოლიგარქი ჩაანაცვლონ და უფრო კეთილი ოლიგარქები გახდნენ. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანას მივცეთ იმის შესაძლბელობა, რომ გააკეთოს სწორი და რაც მთავარია, სამართლიანი არჩევანი. ყველამ თავის ფინანსურ დავებს თვითონ მიხედოს, სახელმწიფოს ფინანსურ დავებში ნუ რევენ, განსაკუთრებით ისეთ ფინანსურ დავებს, რომელიც წარმოიშვა როდესაც ისინი კერძო პირები და ბიზნესმენები იყვნენ. არჩევნები არის ჩემი ღრმა რწმენით ყველაზე სწორი და ერთადერთი სამართლიანი გზა იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც უკვე დასრულებულია, საბოლოოდ გავისტუმროთ. მესმის, რომ არჩევნებამდე ჯერ კიედვ 5 თვეა დარჩენილი, მაგრამ მერწმუნეთ, ის გულწრფელი გაბრაზება და ენერგია ახალგაზრდების, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებშია, არჩევნებამდე კი არა, საქართველოს ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებამდეც გაგრძელდება, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს უკვე ესმით, რომ ისინი ევროპელები არიან, ისინი ფასეულობებით, ღირებულებებით ევროპელები არიან და ვიღაც ცდილობს ისინი დააბრუნოს ყველაზე ბნელ პოსტსაბჭოთა ეპოქაში. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, ბოიკოტს, მაშინ, როცა ეს აუცილებელი და საჭირო იქნება, ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს და ვეტოს ინტერესებს საქართველოს პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ ის პოლიტიკური ძალები და პარტიები, რომლებმაც ბოიკოტზე ისაუბრეს, ისინი შემოგვიერთდებიან საქართველოს პარლამენტში ვეტოს და საქართველოს პრეზიდენტის დასაცავად. დღეს ყველა ჩვენგანისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეროვნული დონის ამოცანაა დავიცვათ ჩვენი შვილების ევროპული მომავალი, იმ შვილების, რომლებიც დღეს უკვე ევროპელები არიან და საქართველოს ქუჩებში დგანან. "ოცნება" გახდა ის ძალა, რომელსაც ვერ წარმოუდგენია როგორ შეიძლება მართო ქვეყანა ისე, თუ სრულად არ აკონტროლებ პარლამენტს, თუ არ გაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მაშინ, როდესაც ხედავ, რომ შენ უბრალოდ აღარ გაქვს ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ატყუებ შენს მოქალაქეებს, თავს ესხმი და ძალადობ მათზე, მაშინ, როდესაც ხვდები, რომ შენი ლეგიტიმაცია აღარ არის საკმარისი, იმისითვის, რომ ერთპიროვნულად მართო ქვეყანა, მერე გამოგყავს პოლიცია ქუჩებში, სპეციალური დანიშნულების ძალები და აპირისპირებ ერთმანეთს საქართველოს მოქალაქეებს პოლიციასთან. მე არ მოგიწოდებთ თქვენ ფორმიან ადამიანებს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ ასეთ დავალებებს, მე მოგიწოდებთ, ემსახუროთ და დაიცვათ პირველ რიგში თქვენი სახელმწიფოს და თქვენი მოქალაქეების ინტერესი, ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოება."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/800763495329079/
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.