კობახიძე: ჩვენ დღეს სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას
„ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ჩვენ დღეს სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვივალობას”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსთაველის გამზირზე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმდჯომარეების მისვლის შესახებ.
კობახიძის თქმით, უცხოელი პოლიტიკოსების აქციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა მიუღებელია და აჩვენებს იმას, რომ „საქართველოს შიდა პოლიტიკაში გარედან ერევიან”.
„როდესაც სცენაზე გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები, პრინციპში ამას ვიტყოდი ამ ე.წ რუსული კანონით, ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ჩვენ დღეს სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვივალობას. პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოდიგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ეს აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა, ბუნებრივია, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. ეს არის ყველაფრის ლუსტრაცია, დანარჩენზე საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს”, – თქვა კობახიძემ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ. მათ შორის, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი. მან პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.