ო'ბრაიენი: თუ ეს კანონი წინ წავა ისე, როგორც ახლაა, იქნება შეზღუდვები
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა მედიასთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომ თუ რუსული კანონი არსებული ფორმით იქნება და არ შეიცვლება ისე, რომ შესაბამისობაში მოდიოდეს ევროკავშირის სტანდარტებთან, იქნება შეზღუდვები. მან ისაუბრა ფინანსურ და სამგზავრო შეზღუდვებზე, ასევე, აღნიშნა, რომ საფრთხე დაემუქრება აშშ-ის მიერ გამოყოფილ დახმარებას.
„თუ კანონი არ შეიცვლება ისე, რომ მან დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები და ამგვარი ტიპის რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სახიფათო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. მარტივი მაგალითისთვის აშშ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის გამოყო 390 მლნ დოლარი, აქედან ნაწილი მოხმარდება სამხედრო თავდაცვის საკითხებს, ნაწილი ეკონომიკის საკითხების, ინსტიტუტებს მშენებლობას, ეს დახმარება უკვე დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ თუკი შეიცვლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შეერთებული შტატები მოიაზრება უკვე მოწინააღმდეგე და არა მოკავშირედ.
თუ ეს კანონი წინ წავა ისე, როგორც ახლაა – EU-ის სტანდარტებთან შეუსაბამო, რომელიც ძირს გამოუთხრის დემოკრატიას და გაგრძელდება ძლადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, იქნება ფინანსური და მგზავრობის შეზღუდვები აშშ-ის მხრიდან მათი და მათი ოჯახების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე. “, – აღნიშნა მან.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.