Jump to content
Planeta.Ge

"გახარია საქართველოსთვის" - რუსული კანონის მიღებით ბრძოლა არ სრულდება! გადამწყვეტი ბრძოლა ახლა იწყება! ბრძოლა ხელისუფლებიდან „ოცნების“ ჩამოსაცილებლად და საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად!


პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადება:


"როგორც მოსალოდნელი იყო, „ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო და საკუთარ მოქალაქეებს ომი საბოლოოდ გამოუცხადა.
ივანიშვილი მოძალადედ გადაიქცა, პარლამენტი კი ყაზარმად გადააქცია.
რუსული კანონის მიღებით ბრძოლა არ სრულდება! გადამწყვეტი ბრძოლა ახლა იწყება! ბრძოლა ხელისუფლებიდან „ოცნების“ ჩამოსაცილებლად და საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად!
საზოგადოებამ უნდა გავაგრძლეოთ უწყვეტი და მწვავე შიდა პროტესტი, საერთაშორისო პარტნიორებმა კი გააძლიერონ გარე ზეწოლა. პასუხისმგებლობისგან გაქცევა ვერ უნდა შეძლოს ვერც ერთმა დეპუტატმა, რომელმაც ხმა მისცა რუსულ კანონს და რომელიც ვეტოს დაძლევაში მიიღებს მონაწილობას!
ამასთან, ყველანაირად უნდა შევუშალოთ „ოცნებას“ ხელი ვეტოს დაძლევაში - პარლამენტიდანაც, ქუჩიდანაც, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციითაც.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ვიქნებით ყველგან, სადაც ევროპული მომავლის დაცვისთვის ბრძოლა მოითხოვს.
ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი - პრეზიდენტი პარლამენტში მარტო არ უნდა დავტოვოთ!"

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...