ევროპარლამენტის პრეზიდენტი: “თბილისო, ჩვენ გვესმის შენი, გხედავთ”
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ევროპას ესმის ქართველების ხმა.
ამის შესახებ რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ X-წერს, მათ შორის, ქართულ ენაზეც.
“თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ!
ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს.
ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად”, – წერს რობერტა მეცოლა.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.
რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.
ამავე თემაზე:
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.