Jump to content
Planeta.Ge

„ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში კვლავ დაუპისპირდნენ ოპოზიციას


„ქართული ოცნების“ დეპუტატები კვლავ დაუპირსპირდნენ ოპოზიციონერ კოლეგებს — ამჯერად ტარიელ ნაკაიძეს შეაწყვეტინეს გინებით სიტყვა.

„თუ დღეს საბოლოოდ ქვეყნის განადგურებას მოაწერთ ხელს, საუკუნოდ ორჯონიკიძის გვერდით მოიხსენიება თქვენი სახელი და გვარები. ნუ გააკეთებთ ამას, დადგება დრო და შეგრცხვებათ, თვალებში ჩახედოთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს,“ — ამბობდა ნაკაიძე, როცა მას უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური მიუვარდა.

ამის შემდეგ პარლამენტის სხდომის ტრანსლაციას ხმა გაეთიშა, თუმცა სხდომათა დარბაზიდან პირდაპირი ეთერი ტელეფონით ჩართო დეპუტატმა თამარ კორძაია. ამ ვიდეოში ისმის არაერთი გინება „ოცნების“ დეპუტატთა მხრიდან. ტარიელ ნაკაიძეს ფიზიკური შეხებისგან მანდატურის სამსახური იცავდა.

კორძაიას გადაღებულ ვიდეოში ისმის უმრავლესობის დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის გინება:

„ამათ ასე პირში უნდა *** ყოველთვის“

ნაკაიძესთან დაპირისპირების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებმა ადგილზე მივარდნით სიტყვა შეაწყვეტინეს ოპოზიციონერ დეპუტატ ბექა ლილუაშვილთან. ის რუსული კანონის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

პარლამენტში მიმდინარე პროცესებს, სხვა ონლაინ მედიების მსგავსად, ადგილზე ვერ აშუქებს ნეტგაზეთი, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უკვე რამდენიმე კვირაა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აკრძალული აქვს რუსული კანონის გაპროტესტების საბაბით.

14 მაისის პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსული კანონის მესამე მოსმენით კენჭისყრა იგეგმება. პარლამენტი დღეს კვლავ სპეცრაზმის დახმარებით შეიკრიბა და „ოცნების“ დეპუტატებმა მხოლოდ ასე შეძლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. ტრადიციულად, გარეთ კვლავ იმართება აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ.

ნაკაიძესა და ლილუაშვილთან დაპირისპირებას წინ უძღოდა კონფლიქტი, რომელიც ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას მოჰყვა.

უმრავლესობის დეპუტატები სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერებს თავს დაესხნენ

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...