ბექა ლილუაშვილი - შეუმდგარი პრემიერი და შემდგარი მატყუარა კობახიძე რას იტყვის საკუთარი გუნდის გასამხნევებლად ქართველ ხალხს დიდი ხანია აღარ აინტერესებს
შეუმდგარი პრემიერი და შემდგარი მატყუარა კობახიძე რას იტყვის საკუთარი გუნდის გასამხნევებლად ქართველ ხალხს დიდი ხანია აღარ აინტერესებს. არაფერი აღარ დარჩა “ოცნებისთვის” სათქმელი, ყველა სიტყვა ითქვა "რუსულ კანონთან" დაკავშირებით ჩვენი პარტნიორებისა და მოქალაქეების მხრიდან. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ გრძელვადიანი, მშვიდობიანი, სამართლიანი პროტესტის ტალღაში და ხელისუფლება აუცილებლად გატყდება, ეს გარდაულია, ისინი ერთად უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ სანაგვეზე.
ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ისტორია და ქართველი ხალხის შეუდრეკელობა. ვერავინ, ვერც ივანიშვილი, ვერცერთი თეთრისა თუ მილიარდის ფასად, ამ ქვეყნის არჩევანს, მოქალაქეების შეუქცევად ნებას, ვერ გაამრუდებს, ეს შეუძლებელია.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1186381699394248/
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.