სტივენ ბლოკმანსი - კანონის დამტკიცებამდეც კი მისი ამოქმედება მოხდა: ვხედავთ დაშინების, პოსტერების კამპანიას - მსგავსი რეპრესიული მექანიზმები გამოყენებულია რუსეთში, ბელარუსში, ნაცისტურ გერმანიაში
კანონის დამტკიცებამდეც კი მისი ამოქმედება მოხდა - თქვენ ხედავთ პოსტერების კამპანიას, რომელიც თითქმის ფაშისტურ მეთოდებს მოიცავს და განთავსებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო სივრცეებთან, ან მათ სახლებთან და ოჯახის წევრების საცხოვრებლების კედლებზე. ხედავთ, დაშინების კამპანიას, რომელიც ცხადია, რომ მასობრივად არის ორკესტრირებული ქოლ-ცენტრებიდან, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა სტივენ ბლოკმანსმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ეფექტის შეფასებისას „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნული ქმედებები რეპრესიული მექანიზმების ისეთ ტიპებს შეადარა, როგორებიც, მისი თქმით, გამოყენებული იყო რუსეთში, ბელარუსში, ნაცისტურ გერმანიაში.
„თქვენ ხედავთ პოსტერების კამპანიას, რომელიც თითქმის ფაშისტურ მეთოდებს მოიცავს და განთავსებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო სივრცეებთან, ან მათ სახლებთან და ოჯახის წევრების საცხოვრებლების კედლებზე. ხედავთ, დაშინების კამპანიას, რომელიც ცხადია, რომ მასობრივად არის ორკესტრირებული ქოლ-ცენტრებიდან, რაც საჭიროებს დაფინანსებას და სახელმწიფო აპარატის ჩართულობას, სულ მცირე იმისთვის, რათა ამ ადამიანების ტელეფონის ნომრების მოპოვება მოხდეს. ეს არის რეპრესიული მექანიზმების ტიპი, რომელიც ჩვენ ვნახეთ გამოყენებული რუსეთში, ბელარუსში, ნაცისტურ გერმანიაში და სხვა ადგილებში და არ ვისურვებ, რომ საქართველო წავიდეს იმავე მიმართულებით.
აბსოლუტურად საკვანძოა, რომ ზეწოლა მოდიოდეს შიგნიდან და სამოქალაქო საზოგადოება ამ მიმართულებით თავის როლს ასრულებს მასობრივი საპროტესტო აქციებით და ეს უნდა გაგრძელდეს, ასევე, მნიშვნელოვანია ზეწოლა გარედან, რაც მოიცავს მაღალი დონის ვიზიტების გაგრძელებას ევროკავშირის ლიდერებისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. თუ საქართველოს პარლამენტის სპიკერს არ სურს, შეხვდეს თავის კოლეგებს, სხვადასხვა ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს, არაფერი შეიძლება უკვე გაკეთდეს ამ მიმართულებით, მაგრამ ეს საკმაოდ ხმამაღლა საუბრობს მმართველი პარტიის ჩართულობაზე ევროკავშირთან, რომელსაც, როგორც ამბობს სურს შეუერთდეს, მაგრამ როგორ უნდა შეათავსო ეს ორი რაღაც? - ეს შეუძლებელია“,- განაცხადა ბლოკმანსმა.
ექსპერტმა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციასა და საზოგადოებას რეკომენდაციითაც მიმართა, თუ როგორ შეიძლება საერთო ნიადაგის გამონახვა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების განსამუხტად.
„ხელისუფლებისთვის ეს საკმაოდ მარტივია- გაიწვიონ „უცხოური აგენტების“ შეთავაზებული კანონპროექტი. მოუსმინონ ხალხს, გაიაზრონ მიმართულება, რომლითაც უნდათ სვლა ევროკავშირისკენ და დაიწყონ შესაბამისობაში მოსვლა იმ პრიორიტეტულ ნაბიჯებთან, რომლებიც იქნა განსაზღვრული ქვეყნის პროგრესისთვის ევროკავშირში წევრობის გზაზე.
ხალხისთვის ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად საკვანძოა ზეწოლის გაგრძელება. უსამართლობაა, რომ მათი ჩვენება მოხდა ამ საპასუხისმგებლო მდგომარეობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ვითარება, რომელშიც საზოგადოება ახლა იმყოფება და იმისთვის, რომ ცვლილება მოახდინოს, აბსოლუტურად საკვანძოა ზეწოლის შენარჩუნება, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის.
ასევე ვიტყოდი, რომ მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს დღის წესრიგის ირგვლივ, რომელიც შთაგონებული იქნება ევროკავშირისკენ სვლით და რუსეთისგან დაშორებით“, - განაცხადა ექსპერტმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.