KIU-ს სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ გაფიცვას უერთდებიან
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან. უნივერსიტეტს ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. უნივერსიტეტის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის მშენებლობისთვის მილიარდი ევრო გამოყო.
„გვინდა გამოვეხმაუროთ მიმდინარე მოვლენებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ კიუს სტუდენტები დგანან იქ, სადაც დგას თავისუფალი საქართველო.
შესაბამისად, ჩვენ ვუერთდებით ქვეყანაში არსებულ საერთო სტუდენტურ პროტესტს და ვტოვებთ აუდიტორიებს იქამდე, სანამ ხელისუფლება ე.წ. „გამჭვირვალობის კანონს“ უკან არ გაიწვევს
დიდება საქართველოს!“ – ნათქვამია სტუდენტების გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა KIU-ს სტუდენტებისა, გაიფიცნენ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თბილისის სამხატვრო აკადემია;
- GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
- საქართველოს უნივერსიტეტი;
- კავკასიის უნივერსიტეტი;
- GAU – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი;
- ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
- სეუ – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
- თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები;
- ალტე უნივერსიტეტი;
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
- საავიაციო უნივერსიტეტი;
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – IBSU;
- ევროპის უნივერსიტეტი;
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – CIU
- სამცხე ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- უნივერსიტეტი ალტერბრიჯი;
- საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- ბათუმის საზღვაო აკადემია;
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.