ბექა ლილუაშვილი - როგორც გადაიქცნენ მოძალადე, „დამპადიეზდებელ“ ხელისუფლებად, ასეთი მიჩქმალვით, ასეთი მალვით იქცევიან პარლამენტშიც - კომიტეტზე ვნახეთ უპრეცედენტო შიში
როგორც გადაიქცნენ მოძალადე ხელისუფლებად, „დამპადიეზდებელ“ ხელისუფლებად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განმახორციელებელ ხელისუფლებად, აი ასეთი მიჩქმალვით, ასეთი მალვით იქცევიან პარლამენტშიც - კომიტეტზე ვნახეთ უპრეცედენტო შიში,- ამის შესახებ პარტიის - „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რასაც მმართველი პარტია აკეთებს, 60%-იანი მხარდაჭერის მქონე ხელისუფლების მოქმედებას არ ჰგავს და პირიქით, „ხელისუფლებას ხალხის ლეგიტიმაცია ფაქტობრივად გამოცლილი აქვს“.
„ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო შიში, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტის კომიტეტზე ანახეს მთელს საზოგადოებას, როგორი დამფრთხალი, როგორი მალვით, როგორი სისწრაფით, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“. ეს არის სწორედ იმის შედეგი, გარედან რა მასშტაბის წნეხი აქვთ ამ ადამიანებს, რომლებიც თავის თავს ატყუებენ, მხოლოდ და მხოლოდ თავისი პროპაგანდისტული გზებით ცდილობენ წარმოაჩინონ რაღაც „ფეიკ“ კვლევებით, რომ თითქოს კანონის მიღებას მხარს უჭერს 60%, არ ჰგავს ეს ქმედება 60%-იანი მხარდაჭერის მქონე ხელისუფლების მოქმედებას. პირიქით, ამ ხელისუფლებას ხალხის ლეგიტიმაცია ფაქტობრივად გამოცლილი აქვს, ის ცდილობს საკუთარ თავს დაუმტკიცოს რა მაგარი ხელისუფლებაა, ისიც არა ომახიანად, არამედ მალულად. როგორც გადაიქცნენ მოძალადე ხელისუფლებად, „დამპადიეზდებელ“ ხელისუფლებად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განმახორციელებელ ხელისუფლებად, აი ასეთი მიჩქმალვით, ასეთი მალვით იქცევიან პარლამენტშიც და პარლამენტში იღებენ შესაბამის პროცედურებს“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.