Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენს ხელშია... ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა - 2024 წლის 26 ოქტომბერს გავიმეოროთ 2012 წლის 1 ოქტომბერი


"ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენს ხელშია. ცალკე აღებული გარე ფაქტორი ვერაფერს მოაგვარებს, საჭიროა შიდა წნეხის გაგრძელება. მხოლოდ კომპლექსური მიდგომების პირობებშია შესაძლებელი არ დავკარგოთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და საბოლოოდ არ გავანადგუროთ ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, რაც რთული იქნება ცხადია. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა - 2024 წლის 26 ოქტომბერს გავიმეოროთ 2012 წლის 1 ოქტომბერი. თუ ვერ მოვახერხეთ შიდა და გარე წნეხის ერთდროულად გამოყენება, შესაძლოა ქვეყანა სერიოზული რისკების ქვეშ დავაყენოთ. 2012 წლის არჩევნების დროს, სენატორი შაჰინი და სხვები იყვნენ თბილისში, რომლებმაც უზრუნველყვეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, ზუსტად იგივე ადამიანები გრძნობენ დიდ პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფოს მომავალზე და დემოკრატიაზე ახლა, მერწმუნეთ, იგივე როლს შეასრულებენ. საინტერესო ლოგიკური ჯაჭვია, 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩვენ იძულებულები ვართ გავაკეთოთ ის, რაც გავაკეთეთ 2012 წლის 1 ოქტომბერს. იმ რეჟიმსაც ეგონა, რომ ვერავინ ვერაფერს  დააკლებდა."


გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...