გიორგი გახარია - ამ კანონის ნებისმიერი მოდიფიცირება არის ილუზია, კიდევ ერთი აფიორა და თაღლითობა, რომელშიც ცდილობს ახლა "ოცნება" ქართული საზოგადოება შეიყვანოს (ვიდეო)
"ამ კანონმა საქართველოს მოქალაქეები უკვე დააპირისპირა. მის მოდიფიცირებას აზრი არ აქვს. ამ კანონის ნებისმიერი მოდიფიცირება არის ილუზია, კიდევ ერთი აფიორა და თაღლითობა, რომელშიც ცდილობს ახლა "ოცნება" ქართული საზოგადოება შეიყვანოს. არ არსებობს არც ერთი ობიექტური ფაქტორი, რომლითაც შეიძლება აიხსნას, რატომ დააინიცირა "ოცნებამ" ხელმეორედ ეს კანონი. საამისოდ შიდა პოლიტიკური ფაქტორები არ არსებობს. ანუ არის რაღაც გარე პოლიტიკური ფაქტორები, რასაც ჯერ ვერ გვეუბნებიან, გვიმალავენ. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას, ის თანმიმდევრული თვითდაზიანება, რომელსაც "ოცნება" ბოლო ორი თვის განმავლობაში ჯერ თავის თავს აყენებდა და დღეს ქვეყანას აყენებს, რითაც ჩიხში შეჰყავს ჯერ თავისი თავი და მერე ქვეყანა. გამოჩნდება ეს, არ დაიმალება. "
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
სრული ვიდეო:
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.