Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - "ოცნება" უკვე დამარცხებულია, უბრალოდ ამის გააზრების მძიმე პროცესი იწყება


"ოცნება" უკვე დამარცხებულია, უბრალოდ ამის გააზრების მძიმე პროცესი იწყება, ეს არის ახლა რაც ხდება. ის ადამიანი, რომელიც ამათ ალაპარაკებს, დამალულია.თუ ვინმე იცავს ამ ქვეყანასა და ტერიტორიულ მთლიანობას ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს არის დასავლური, ევროპული, დემოკრატიული სამყარო.  ის დასავლური, ევროპული, დემოკრატიული სამყარო ეუბნება "ოცნებას", რომ, თუ ამ კანონს მიიღებთ, მაშინ ჩვენი ურთიერთობა, როგორც ადრე, ისე ვეღარ გაგრძელდებაო. თურმე ახლა სუვერენიტეტს იცავენ... ვისგან იცავენ, ევროპელებისგან იცავენ სუვერენიტეტს და ოკუპანტისგან არ იცავენ? საერთოდ, არაადეკვატურობა ხშირ შემთვევაში, შიშისგან არის გამოწვეული. ეს შიში პირდაპირ კავშირშია, რა თქმა უნდა, არჩევნებთან და არჩევნები პირდაპირ კავშირშია ძალაუფლების დაკარგვასთან/დამარცხებასთან. იმედი მაქვს, რომ, ჩვენ, საზოგადოება, შევძლებთ ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ, პირველ რიგში, თავიდან ავირიდოთ სამოქალაქო დაპირისპირება და სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე მივიდეთ არჩევნებამდე, იქ გავცეთ ყველამ ერთად საკადრისი პასუხი იმ უმსგავსობას, რომელიც დღეს ჩვენს დედაქალაქში ხდება."

გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...