გახარია - სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც მართლწესრიგის და სიმშვიდის დაცვა უნდა ევალებოდეთ, გამოყენებულია ტერორისთვის, ადამიანების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის, იმისთვის, რომ ადამიანები დააშინონ და არჩვენებზე მიიღონ რაღაც პროცენტით მეტი ხმა
"დიდი ხნით ხელისუფლებაში დაყოვნებული ძალა ადეკვატურობას კარგავს. ეს არის დღეს, რაც ემართება "ოცნებას". ბოლო რამდენიმე წლის და განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში "ოცნებას" ადეკვატურობა სრულად აქვს დაკარგული. მათი ქმედებები უკვე ანალიზს არ ექვემდებარება, ამიტომ არიან ასეთი სახიფათო. მეტიც, "ოცნება" იმდენად არაადეკვატურ მდგომარეობაშია, რომ მათ ძალაუფლების ლეგიტიმური გამოყენების უფლება, სისტემურ ტერორში ერევათ. მაგალითად - ცემა, თავდასხმები, ადამიანების დევნა, სატელეფონო ზარები... სასაცილოა, უკვე ჩემი ოჯახის წევრებსაც ურეკავენ, რომლებიც გუშინდელ აქციაზე იყვნენ. ეს არის უკვე ჩვეულებრივი ტერორი. ვინ ვინ და მე ძალიან კარგად ვიცი ეს ყველაფერი როგორ ორგანიზდება, როგორ არის შესაძლებელი დაორგანინზდეს. როდესაც შენ ძალაუფლების შენარჩუნებას აყენებ ყველაზე მაღლა და ნებისმიერი ფასის გადამხდელი ხარ ამისთვის, მაშინ იწყება სრული დეგრადაცია, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ "ოცნებასთან" დაკავშიერებით. სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც მართლწესრიგის და სიმშვიდის დაცვა უნდა ევალებოდეთ, გამოყენებულია ტერორისთვის, ადამიანების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის, იმისთვის, რომ როგორმე ადამიანები დააშინონ და არჩვენებზე მიიღონ რაღაც პროცენტით მეტი ხმა."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.