Jump to content
Planeta.Ge

საია: ვრცელდება უმძიმესი კადრები, გომელაურმა დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სპეცრაზმელების მიერ მოქალაქის ცემის კადრებს ეხმაურება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით.

„ვრცელდება უმძიმესი კადრები, როგორ უსწორდებიან წრეში მოქცეულ ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები რიგ-რიგობით, მასზე ანგარიშსწორების, დამცირების, ღირსების შელახვის მიზნით.

მივმართავთ:

შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით და აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან ტარდება შემწყნარებლური პოლიტიკა, რაც ასეთი ფაქტების პირდაპირი წახალისებაა;

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება 2024 წლის 13 მაისის დილით მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან ამ უწყების არასათანადო რეაგირება, ასევე, თამაშობს წამახალისებელ როლს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სერიოზულ უფლება დარღვევებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი სავარაუდოდ დაკავებულ მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდება.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...