Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი ლევან იოსელიანს - უნდა გამობრძანდეთ, ბრიფინგი ჩაატაროთ და ხელისუფლებას მოუწოდოთ უკანონობის აღკვეთისკენ... თუ ისევ აპირებთ უკვე ნაცემ ხალხზე თქვათ, რომ პროცესებს აკვირდებით, რასაც 1 წელია აკეთებთ


"როგორც დაგპირდით, ვაგრძელებ ყველა უმოქმედო უწყებისთვის მისი ვალდებულებების შეხსენებას. ყველაზე არასახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის  ჯერიც დადგა.
მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე ძლივს გაინძერით, უსუსტესი განცხადებით. დღეს პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ხალხს დაემუქრა. თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ თქვენმა კომპეტენტურმა თანამშრომლებმა, რომლებთანაც წლები ვთანამშრომლობდი, იციან 222-ე მუხლის შინაარსი. მათვე კარგად იციან, რომ თქვენ არ ასრულებთ სახალხო დამცველის მოვალეობას ქვეყანაში, სადაც ადამიანებს არც ერთი ინსტიტუტისგან დაცვის იმედი არ აქვთ.
ამიტომ, გაიარეთ კონსულტაცია მაგ ხალხთან და იქნებ დარწმუნდეთ, რომ უნდა გამობრძანდეთ, ბრიფინგი ჩაატაროთ და ხელისუფლებას მოუწოდოთ უკანონობის აღკვეთისკენ.
თუ ისევ აპირებთ უკვე ნაცემ ხალხზე თქვათ, რომ პროცესებს აკვირდებით (რასაც 1 წელია აკეთებთ)."

ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. 

ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/25643814315232014

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...