Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - კობახიძე არის პირველი სამართლის დოქტორი პრემიერი  მსოფლიო ისტორიაში, რომელიც არასწორი სამართლებრივი დოკუმენტის მიღებით ღუპავს ქვეყნის ევროპულ მომავალს


"კობახიძეს არც ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი არ გაუცია და ყველას თავი აარიდა, თუმცა ცუდია, რომ არც დაისვა ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა.
1. რატო მოხდა რომ 4 ქვეყანაში პოსტ საბჭოთა სივრციდან, ერთი და იგივე დროს დაინიცირდა ე.წ. რუსული კანონი? (პასუხს თავი აარიდა)
2. რა უნდა უქნას მოქალაქემ ამ გამჭვიევალე ინფორმაციას (ეს კითხვა საზმაუმ დასვა, თუმცა შინაარსობრივად ეს ნიშნავდა ჩემი აზრით, რომ სახელმწიფო რატომ არ ზღუდავს თუ რამე არაკანონიერი ხდება, მას ხომ ყველანაირ ინფორმაციაზე აქვს წვდომა) ამ კითხვაზეც პასუხს თავი აარიდა.
3. არის თუ არა რუსული ეს კანონი იმიტომ, რომ ქვეყნის ოკუპანტსა და სტრატეგიულ პარტნიორს შორის ტოლობის ნიშანს სვამს? ანუ ფაქტობრივად, რუსული გავლენების გამჭვირვალობის სტანდარტსა და სტრატეგიული პარტნიორების სტანდარტს შორის სხვაობა არ არის, არც სანქციაში არაა განსხვავება. აქ კობახიძემ თქვა რომ სხვა კანონებშიც არ არის დაკონკრეტებული პირთა წრეო და განმარტებით ბარათებში რა წერია მაგას რა მნიშვნელობა აქვსო, ჯერ ერთი ეს ტყუილია, მეორეც ოკუპანტი ქვეყანა კობახიძის კანონის განმარტებით ბარათში საერთოდ მოხსენიებულიც არ არის.
4. შეუშლის თუ არა ეს კანონი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და არის თუ არა ამის არგუმენტი ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყნის ერთიანი პოზიცია კანონთან დაკავშირებით. აქ ჩვეულად შეატრიალა და თქვა, რომ მან იცის რეალურად რა ახდენს გავლენას თორე ვინც განცხადებებს აკეთებს იტყუება ან და არ იცის.
სამწუხაროდ არავინ დასვა კითხვა რა საჭირო იყო ახალი კანონი გამჭვირვალობის გასაზრდელად და რატომ არ შეიტანეს ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში, მაგალითად დამატებით ნებისმიერი გრანტის მიმღებისთვის ვალდებულება გრანტის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენისთვის, ყოველგვარი მოღალატეების რეესტრის გარეშე.
არ დაისვა ასევე კითხვა იმაზე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ინიცირებული (1.5 თვით ადრე ვიდრე ჩვენთან) ჯერ არ არის მიღებული და დე ფაქტო იქაური პოლიტიკური აქტორებიც კი ეწინააღმდეგებიან რუსული გავლენების ზრდას ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ელოდებიან რას იზამს ოფიციალური თბილისი, თანაც იმედის თვალით ელოდებიან. ვინ იქნება და რა ერქმევა კობახიძეს, როცა ოკუპირებულ აფხაზეთზე ადრე, ქართული ოცნება მიიღებს რუსულ კანონს?
კობახიძე არის პირველი სამართლის დოქტორი პრემიერი  მსოფლიო ისტორიაში, რომელიც არასწორი სამართლებრივი დოკუმენტის მიღებით ღუპავს ქვეყნის ევროპულ მომავალს."


ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

ბმული: https://www.facebook.com/beqa.liluashvili/posts/8224124730950185

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...