შსს-ს ცნობით, ჭავჭავაძეზე ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჭავჭავაძის გამზირზე წუხელ ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს. მათგან 5 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. ინფორმაცია შსს-მ „პუბლიკას“ დაუდასტურა.
ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია და მოქალაქეთა დაკავება ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ დაიწყო. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სცემეს და ძალის გამოყენებით დააკავეს, მათ შორის ქალები.
„პუბლიკისთვის“ ცნობილია ორი ქალის ვინაობა – თინა ვაშაკიძე, რომელიც „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ის სცემეს და მანქანაში ძალით ჩატენეს და ნინო შენგელია, რომლის დაკავების ვიდეო „პუბლიკამ“ გადაიღო. ორივე მათგანი ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული.
წუხელ დააკავეს ასევე კინომცოდნე ლევან აბდუშელიშვილი, რომელიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით საერთო ცხელ ხაზზე შევიდა 134 დაკავებულის შესახებ ინფორმაცია.
12 საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ დაასრულა. ერთს შეეფარდა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ერთს მიეცა გაფრთხილება, დანარჩენ შემთხვევებში კი გამოყენებულ იქნა ფულადი ჯარიმა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.