ნორვეგია საქართველოში მუქარის შემცველ ზარებსა და აქტივისტების ცემას ეხმაურება
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შოკირებულია საქართველოში აქტივისტებზე ბრუტალური თავდასხმებით:
„შოკირებული ვართ ქართველ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე ბრუტალური თავდასხმებით. შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიზანში ამოიღეს სატელეფონო ზარებით და პოსტერებით, რომელიც მათ „აგენტებად“ რაცხავს.
ნორვეგია დგას ქართველების გვეერდით, რომლებიც იცავენ მათ დემოკრატიას მათ შორის „უცხოური გაველნის აგენტების კანონის“ პროტესტით“ ,— წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში.
7-8 მაისს განხორციელდა მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები ანტირუსული პროტესტის მონაწილეებთან.
8 მაისს ღამით განხორციელდა თავდასხმები ანტირუსული აქციების მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ. მათ შორის, 8 მაისს, ღამით სცემეს ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე, ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე, რომელიც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმა ჩიქოვანი. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ.
თავდასხმები გაგრძელდა 9 მაისის ღამითაც. კერძოდ, საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრ ბორის ჩელე ყურუას და პარტია „ახალის“ წევრ ნოდარ ჩაჩანიძეს. ასევე ნიღბიანი პირები იყვნენ ჩასაფრებული ზურა ჯაფარიძის სახლთანაც.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.