Jump to content
Planeta.Ge

გახარია - ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში 2 რამ შეიცვალა: მან ღიად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენს მოქალაქეებზე ზონდერების მიერ ფიზიკური ძალადობა დააბრუნა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი


ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში 2 რამ შეიცვალა: მან ღიად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენს მოქალაქეებზე ზონდერების მიერ ფიზიკური ძალადობა დააბრუნა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. ასე იქცა ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა.   ფაქტია, დღეს, არც სააკაშვილს აქვს შანსი დაბრუნდეს არჩევნებით და არც ივანიშვილს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დარჩეს. ზუსტად ამიტომ, ერთდროულად ალაპარაკდა ორივე რევოლუციაზე. ამაში ემთხვევიან ერთმანეთს. არც ერთს არ აწყობს, რომ ჩვენ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე. არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, გარანტირებულად ორივეს დამარცხებას ნიშნავს. სამწუხაროდ, მსგავს ვითარებაში ჩვენ პირველად არ ვართ, ამიტომ, ამჯერად, დაუსჯელი ვერავინ დარჩება, ამიტომ ამჯერად მაინც! სამართლიანობა უნდა აღდგეს ყველასთვის, ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ შვილებს, იგივე წრეზე სიარული მომავალში აღარ მოუწიოთ .

გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 

ვიდეო: https://www.facebook.com/story.php?story_fbid=970044307912323&id=100047202873452&mibextid=WC7FNe&rdid=DTrgWqfFOlJ5Fqyl

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...