„ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი" - ლექსმანი „ოცნების" მონაცემთა ბაზაზე
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ „ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას ეხმაურება და გადაწყვეტილებას „ავტორიტარიზმად” აფასებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი. სირცხვილი „ქართულ ოცნებას” და მათ, ვინც ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურების საშუალებას იძლევა”, – წერს ის.
შალვა პაპუაშვილმა დააანონსა მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც მმართველი პარტია განათავსებს ინფორმაციას იმ ადამიანებს შესახებ, ვინც მათი შეფასებით, ჩართული არიან „ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, მუქარასა და შანტაჟში” ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.
პაპუაშვილის განცხადებით, ბაზაში შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივი ან სხვა განზომილება, რომელიც არ ჯდება სისხლისსამართლებრივ კატეგორიაში, მაგრამ საჭიროა „ამის მორალური შეფასება“.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.