"გახარია საქართველოსთვის" - „ოცნება“ ცდილობს სტრასბურგის გუშინდელი გადაწყვეტილება 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით დღევანდელი მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების მიმართ ძალადობის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს
„ოცნება“ ცდილობს სტრასბურგის გუშინდელი გადაწყვეტილება 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით დღევანდელი მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების მიმართ ძალადობის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს.
ხელისუფლება იტყუება, როცა პარალელებს ავლებს 20 ივნისის ძალადობრივ შტურმსა და დღეს მიმდინარე მშვიდობიან აქციებს შორის. სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო ზღვარი გაავლო ძალადობრივ პროტესტსა და მშვიდობიან პროტესტს შორის. დაუშვებელია, „ოცნებამ“ სტრასბურგის გადაწყვეტილება მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების მიმართ არალეგიტიმური ძალის გამოყენების გასამართლებლად გამოიყენოს.
ამასთან, ხელისუფლება აპროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და თავს ესხმის საქართველოს მოქალაქეებს - ძალადობს მათზე, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს, მედია საშუალებას და სხვა აქტორებს, მშვიდი, გონივრული რეაგირება გვქონდეს ოცნების პროვოკაციებზე, არ დავუშვათ რადიკალიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება და ქვეყანა მშვიდობიანად მივიყვანოთ არჩევნებამდე.
პარტია "გახარია საქართველოსთვის"
პარტია "გახარია საქართველოსთვის"
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.