Jump to content
Planeta.Ge

8 მაისი ევროპის დღეა - ევროპა გვაერთიანებს, „არა“ ყველაფერს, რაც გვაშორებს ჩვენ ისტორიულ ოჯახს


8 მაისს მსოფლიო, 9 მაისს კი – 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნაციზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავს აღნიშნავს. ამავდროულად, 8 მაისს, ევროპის დღეც აღინიშნება. წელს, საქართველო ამ თარიღის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ხვდება – ჩვენი სამშობლო არასდროს ყოფილა ევროკავშირის წევრობასთან ისე ახლოს, როგორც დღესაა. 

კოალიცია ინფორმაციის სანდოობის წევრი ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის პროექტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის შეიქმნა – შესაბამისად, საქართველო თავის ისტორიულ ოჯახში დაბრუნებით შეძლებს უზრუნველყოს მშვიდობა და სოციალური დაცულობა მისი მოქალაქეებისთვის. 

„8 მაისი, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღე გამარჯვების, ერთიანობისა და მშვიდობის სიმბოლოა. სწორედ ევროპისა და ევროკავშირის იდეის, მშვიდობის იდეის, ირგვლივ უნდა გაერთიანდეს საქართველო და უარი უნდა უთხრას ყველაფერს, რასაც დაყოფა და კონფლიქტი შემოაქვს ქართულ საზოგადოებაში – პირველ რიგში, კი რუსულ კანონს“ – განმარტავს გიორგი მელაშვილი, კოალიცია ინფორმაციის სანდოობის თავმჯდომარე ორგანიზაციის, ევროპულქართულ ინსტიტუტის, ხელმძღვანელი 

მისივე თქმით, დღეს ქართული საზოგადოება ერთიანია  თავის სულისკვეთებაში, გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს ნათლად ჩანს მოსახლეობის გამოკითხვებში, სადაც 80%-ზე მეტი ნათლად აფიქსირებს საკუთარ სურვილს, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. 

კოალიციის კიდევ ერთი წევრი ორგანიზაციის, „საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის“ ისტორიკოსის ირაკლი ხვადაგიანის განმარტებით, „რუსული კანონის“ მიღება საქართველოსთვის ხურავს ევროკავშირის კარს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ არჩევანს და დამოუკიდებლობის იდეას. 

„საქართველოს ისტორია სავსეა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული გმირებით, იქნებიან  ყიზილბაშებთან მებრძოლი გმირები, მეორე მსოფლიო ომსა თუ აგვისტოს ომში დაღუპული გმირები. ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას, ამ გმირების ხსოვნის შეურაცხყოფაა“, – ამბობს ხვადაგიანი. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ამ გამოწვევას, ერთიანობით უნდა უპასუხოს. 

კოალიცია მოითხოვს, საქართველოს მთავრობამ უარი თქვას რუსულ კანონზე, შეასრულოს ევროკავშირის 9-ვე რეკომენდაცია და უზრუნველყოფს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში. 

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...