"ოცნების" ბოლო ქმედება ღიად მიუთითებს, რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციის წინააღმდეგია - ნატალია საბანაძე
ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე ბრიტანულ მედიასთან საქართველოში გავითარებულ მოვლენებთან დაკავშირეით საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებამ პრორურუსლი კურსი ღიად აიღო. მისი თქმით, "ქართული ოცნება" პროდასავლურ კურსს აგრძელებდა, თუმცა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ცვლილება აშკარად რუსეთისკენ მოხდა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკური დოქტრინა ყოველთვის პროდასავლური იყო. „ქართული ოცნება“ აგრძელებდა ამ გზას და გვპირდებოდა ევროკავშირის წევრობას. გააგრძელეს ეს ხაზი, თუმცა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში აშკარად ცვლილება მოხდა რუსეთისკენ. შეინარჩუნეს პროევროპული ფასადი, მაგრამ შეწყვიტეს ქმედებებით სვლა ევროპისკენ და ბოლო ქმედება, ფაქტობრივად, მიუთითებს იმაზე, რომ უკვე ღიად ეწინააღმდეგებიან ევროინტეგრაციას, - ამბობს ნატალია საბანაძე.
tvpirveli.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.