ზურაბიშვილი ოკუპანტების მიერ ბეღელურის გატაცებაზე: ე.წ ერთორწმუნეები… არც აღდგომა იციან, არც საფლავი
სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის რამაზ ბეღელურის გატაცებას გამოეხმაურა.
ბეღელური გაიტაცეს მაშინ, როდესაც ძმის საფლავზე იმყოფებოდა.
პრეზიდენტი წერს, რომ უკუპანტი რუსები ე.წ ერთმოწმუნეები არიან, რომლებმაც ,,არ იციან არც აღდგომა, არც საფლავი, არც ოჯახი და არც სამშობლო”.
,,ეგრეთწოდებული ერთორწმუნე და ვითომცა ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის…. და ამ ყველაფრის მიუხედავად ვიღაცეებს მეგობრები და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ !”, – დაწერა ზურაბიშვილმა facebook-ზე.
გატაცებული რამაზ ბეღელურის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. როგორია მისი შვილის მდგომარეობა – არ იცის.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.