Jump to content
Planeta.Ge

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, რამაზ ბეღელური გაიტაცეს


რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს საქართველოს მოქალაქე რამაზ ბეღელური.

როგორც გატაცებული ბეღელურის დედა ამბობს, ის მაშინ დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 16 წლის ძმის საფლავზე იყო გასული.

რამაზ ბეღელურის დედა, ნორა ბეღელური  ,,ტვ პირველს” ეუბნება, არ იცის, როგორია შვილის მდგომარეობა. მისივე თქმით, რამაზ ბეღელურს აქვს ეპილეფსია და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება.

მისი თქმით, გატაცებული ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული.

რამაზ ბეღელური გუგუტიანთკარიდან ოკუპანტებმა 5-ჯერ გაიტაცეს.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...