მიშა დაუშვილი - უნდა გესმოდეთ, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების სერიოზული საფრთხე
უნდა გესმოდეთ, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების სერიოზული საფრთხე, რომელიც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე არის და იცოდეთ, რომ დღეს ამისი განმუხტვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
სწორ დროს, სწორი ნაბიჯი უნდა გადადგათ, სწორ დროს, სწორი კომპრომისი უნდა დაინახოთ, როდესაც ათობით ათასი შენი მოქალაქე გეუბნება, განსაკუთრებით მომავალი თაობა, რომ ეს არ გააკეთოო. აქ კომპრომოსი ჩვენთან კი არ გაქვთ, არამედ თქვენივე მოქალაქეებთან, თქვენივე ამომრჩეველთან. იცოდეთ, რომ უარს ჩვენ არ გვეუბნებით, უარს თქვენს მოქალაქეებს, ამომრჩევლებს ეუბნებით კომპრომისზე და ისინი პირიქით მიგყავთ დამატებითი დაძაბულობისკენ, სამოქალაქო დაპირიპირებამდე.
რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ თქვენი მხრიდან, ეს არის მომავალთან ბრძოლა, ჯერ მომავალთან ბრძოლა არ მოუგია არავის და კარგად დაფიქრდით ვის ებრძვით და რას ებრძვით.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3780956692187525/
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3780956692187525/
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.