Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტმა რუსულ კანონს II მოსმენით მხარი დაუჭირა


პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, 23-მა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

პარალმენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კანონპროექტის განხილვის განმავლობაში სხდომათა დარბაზიდან 4 ოპოზიციონერი დეპუტატი,- თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი და გიორგი ბოტკოველი გააძევა.

უმეტეს შემთხვევაში, პაპუაშვილის განმარტებით, მიზეზი ის იყო, რომ დეპუტატები მიკროფონის გარეშე საუბრობდნენ და მისი მოწოდების მიუხედევად არ შეწყვიტეს საუბარი.

სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით საზოგადოებას 5 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზაციები სამართალდამცველებს მიმართავენ, არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და არაძალადობრივი პროტესტის მიმართ არ გამოიყენონ ძალა.

გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაშლის მიზნით სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლდენი გაზი. შსს-ს ცნობით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, 63 ადამიანი დააკავეს.

 

publika

publika.ge-sjc-publika.ge-1-3-1.png

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...