Jump to content
Planeta.Ge

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს და არ გადაჩეხოს ქვეყანა უფსკრულში - დვალი და ოსმანოვი


ფიზიკოსები გია დვალი და ზაზა ოსმანოვი მშვიდობიანი აქციის დარბევის და სამართალდამცველების ქმედების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

„დღეს ჩვენ ვდგავართ ახალი თაობის, ჩვენი შვილების თაობის გვერდით, რომელიც მასიურად ჩაერთო მშვიდობიან პროტესტში “რუსული კანონის” წინააღმდეგ. მათ შესანიშნავად ესმით, თუ რისთვის იბრძვიან.

ეს არ არის უკმაყოფილება რაიმე ერთი მორიგი კანონით, არამედ მიმართულების განმსაზღვრელი ნიშნული: შევდგებით ჩვენ საბოლოოდ როგორც დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ადამიანის სიცოცხლე და ღირსება არის მთავარი ფასეულობები, თუ ჩამოვყალიბდებით როგორც ტოტალიტარული იმპერიის გუბერნია. ეს უკანასკნელი უკვე პირდაპირ და დაუფარავად გაცხადდა, როგორც ხელისუფლების მიერ დასახული კურსი.

ძნელია იმის დაჯარება რომ ხელისუფლებას არ ესმის თუ რამხელა უბედურების მომტანია ეს გზავნილი. ეს არის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა და პირდაპირი მცდელობა, მორალურად გასრისოს ჩვენი საზოგადოება, რომელიც უკვე ოცდათხუთმეტი წელია იბრძვის ღირსეული და დემოკრატიული არსებობისთვის თავისუფალ და სამართლიან ქვეყანაში.  შესაბამისად, მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი მოქალაქეების სამართლიან წინააღმდეგობაზე.

გვინდა მივმართოთ ძალოვნებს, რომ არათუ არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ, არამედ საჭიროების შემთხვევაში, ყველანაირად დაიცვან ისინი, როგორც იცავდა 9 აპრილს დემონსტრანტებს მაშინდელი ქართული მილიცია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სანამ გვიან არ არის დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს და არ გადაჩეხოს ქვეყანა უფსკრულში. მიეცით ახალ თაობებს საშუალება იცხოვრონ და განვითარდნენ თავისუფალ და დემოკრატიულ სივრცეში.

არა ტოტალიტარიზმს!”, – წერენ გია დვალი და ზაზა ოსმანოვი.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...