ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტები - დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის იბრძვიან
დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის იბრძვიან, - ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მათ ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელეს.
„დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის, როგორც მათი გადამწყვეტი არჩევანისთვის, იბრძვიან. მათ ის ოცნება აქვთ, რაც ჩვენ მაშინ გვქონდა. ჩვენ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროპულ ღირებულებებსა და ერთად ყოფნის სურვილს იზიარებენ, მხარს მტკიცედ ვუჭერთ“, - ნათქვამია ალარ კარისის, გიტანას ნაუსედასა და ედგარს რინკევიჩის ერთობლივ განცხადებაში.
ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატ ქვეყნებს მხარს დაუჭერენ.
ცნობისთვის, დღეს, ევროკავშირი ე.წ. „დიდი აფეთქების“ გაფართოების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2004 წლის 1-ელ მაისს ევროკავშირს 10 სახელმწიფო შეუერთდა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.