Jump to content
Planeta.Ge

"გახარია საქართველოსთვის" - ივანიშვილმა უკვე დაიწყო მუქარის შესრულება - ძალადობა რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებზე... სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ივანიშვილსა და მმართველ პარტიას


პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:


"ივანიშვილმა უკვე დაიწყო მუქარის შესრულება - ძალადობა რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებსა და ახალგაზრდებზე.
ეს არის საკუთარი მოქალაქების მიმართ ძალის დემონსტრირების მცდელობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მართლწესრიგის დაცვასთან. გამოყენებული ძალა იყო არალეგიტიმური იმ ფონზე, როცა აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და არ გასცდენია კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს.
აღნიშნული ძალადობა ივანიშვილის შიშისა და სისუსტის ნათელი გამოხატულებაა. როცა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ძალადობას უპირისპირებ, უკვე დამარცხებული ხარ.
ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ივანიშვილსა და მმართველ პარტიას."

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...