Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა - საია


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა.

ორგანიზაცია მოუწოდებს Შინაგან საქმეთა სამინისტროს: უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება ეროვნული კანონმდებლობის & საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და შეწყვიტოს აქციის დაშლის უკანონო პრაქტიკა.

ორგანიზაცია მოუწოდებს Სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს: – დაემორჩილონ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას სპეციალური საშუალებების გამოყენების საფუძვლებსა და წესთან დაკავშირებით; არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

„ვინაიდან, შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიზნები მშვიდობიანია, და მიისწრაფვის ქვეყნის დასავლური კურსის დაცვისკენ, ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, როგორც ევროპული სასამართლოს ზემოთ მოცემული პრაქტიკა ცხადყოფს, დაცულია ასეთი გამოხატვა, მით უფრო, რომ პარლამენტში კანონის მეორე მოსმენით განხილვა დასრულებულია, და, საპარლამენტო სამუშაო პროცესს ხელი არ ეშლება. მშვიდობიანი პროტესტი არის მოქალაქეების ხელში დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობი მექანიზმი, ხოლო, მისი ჩახშობის ნებისმიერი მცდელობა, ანტიკონსტიტუციური ქმედება“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეების დაშლის მიზნით სპეცრაზმმა გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...