Jump to content
Planeta.Ge

მიშა დაუშვილი - ძალაუფლების შენარჩუნება იმდენად დიდ მიზნად გაქვთ გამოცხადებული, რომ მზად ხართ, რისკის ქვეშ დააყენოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა


მიშა დაუშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის დეპუტატი:

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95%-ზე მეტით გაიზარდა და 245 ათას ადამიანზე მეტი შეადგინა. აქედან, 62.2% იყო შრომისუნარიანი მოსახლეობა. ფაქტობრივად, გამოდის, რომ დღეს ვინც ემიგრაციაში მიდის, ისინი არიან დოვლათის შემქმნელი ადამიანები, ვინც ამ ქვეყანაში კეთილდღეობა უნდა შექმნას. ეს ადამიანები, სამწუხაროდ, ქვეყნიდან გარბიან!  გარკვეულ ნაწილს უწევს ან შეუძლია უკან დაბრუნება, თუმცა, ძალიან მძიმე რეალობაა ის, რომ  უდიდესი ნაწილი, უბრალოდ ქვეყნიდან მიდის. შეხედეთ ციფრებს, შეხედეთ ყოველთვიურ გადმორიცხვებს…  ამდენი მილიარდი დოლარის თუ ევროს გადმორიცხვა რომ ხდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, გაყავით საშუალოდ გადმორიცხულზე და ნახავთ რამდენი ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქეა გაქცეული საკუთარი ოჯახების სარჩენად და საკუთარი მომავლის შესაქმნელად.

ფაქტია,  1.2 მლნ ადამიანზე მეტი მიზნობრივ სოციალურ დახმარებას იღებს სახელმწიფოსგან, ხომ ფაქტია, 650 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველია… რამდენი ჩვენი მოქალაქე უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ბავშვებს ნუტრიციის პრობლემა აქვთ, მოხუცებს ხვალინდელი დღის ეშინიათ და ა.შ.

ამ დროს თქვენი საზრუნავი და მთავარი სატკივარი რა არის? თქვენი საზრუნავი არის, შეინარჩუნოთ როგორმე ძალაუფლება, მარტივი კითხვაა - ეს ძალაუფლება რაში გჭირდებათ? პირადი კეთილდღეობისთვის და მოხვეჭილის შესანარჩუნებლად? სხვა ლოგიკა, უბრალოდ, არ ჩანს, რომ საბოლოო ჯამში ძალაუფლება შეინარჩუნოთ ყველაფრის ფასად და ეს გჭირდებათ იმიტომ, რომ პოლიტიკური კორუფცია, რომელშიც ჩაფლული ხართ დღეს შეინარჩუნოთ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმაზე უფრო მძიმე საქციელი რა არის საკუთარი მოქალაქეების წინაშე, და თქვენი ამომრჩევლის წინაშე, რომ შარშან პირობა დადეთ, გადააგდეთ და მოატყუეთ! ამის მერე, რამდენიც არ უნდა გვითხრათ, რომ ევროკავშირში შეგიყვანთ 2030 წელს, ვის ჯერა ამ სიტყვების? მთელი ევროკავშირი, ჩვენი დასავლელი მოკავშირეები, მეგობრები, ვინც ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობის მთავარი მხარდამჭერები და გარანტები არიან, ისინი გვეუბნებიან, თქვენი ნაბიჯებით ევროკავშირს შორდებით! ამის შემდეგ, ვინ უნდა დაგიჯეროთ, რომ ევროკავშირში შეგიყვანთო?

ყველაზე მძიმე რა არის, იცით, ძალაუფლების შენარჩუნება იმდენად დიდ მიზნად გაქვთ გამოცხადებული, რომ მზად ხართ რისკის ქვეშ დააყენოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, რატომ, იმიტომ, რომ როგორც კი  ქვეყანა მოექცევა იზოლაციაში, და ღმერთმა არ ქნას, ასე მოხდეს, და როგორც კი ქვეყანა დარჩება  მეგობრების გარეშე, რუსეთთან ერთი ერთზე, ზუსტად იცოდეთ - ავტომატურად იქ მთავრდება სუვერენიტეტიც, დამოუკიდებლობაც, ტერიტორიული მთლიანობა და სხვა დანარჩენი! გუშინ რომ გვესაუბრებოდით ეროვნულ  მოძრაობაზე, კიდევ ერთხელ გახდება საჭირო ეროვნული მოძრაობის დაწყება.

მოგიწოდებთ! რეალური ნაბიჯები გადადგით, რეალური რეფორმები გაატარეთ, ხალხის პრობლემებზე იფიქრეთ..  დღეს მართლა გვაქვს შანსი, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი!“

ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/807779884582245/

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...