Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - თავისუფლებით მოპოვებულ და შენარჩუნებულ, ენას, მამულსა და სარწმუნოებასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ერთი შეუცვლელი მოცემულობა - მოსახლეობის ნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე!


„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი, ბექა ლილუაშვილი:

„ქვეყნის თავდაცვის ძალებს ვულოცავ დღევანდელ დღეს. შეუვალია მათი მსახურება თავდადებითა და გმირობით ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, წმინდაა თითოეული წვეთი მათ მიერ ამ მიზნით გაღებული სისხლი და არავის აქვს უფლება, არც პოლიტიკური, არც მორალური, საფრთხეში ჩააგდოს ამ უზარმაზარ ფასად მოპოვებული და დაცული თავისუფლება.

მაშინ როდესაც, არასდროს ყოფილა ქვეყნის სტრატეგიული და კონსტიტუციური მიზნების შესრულების შესაძლებლობა, შანსი ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფის, ასე რეალური სწორედ ამ დროს, ქვეყნის სათავეში მყოფი ადამიანები აღმოჩდნენ ყველაზე დიდი საფრთხე ამ შანსის გამოყენებისთვის.

გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ ივანიშვილი თავად ჩაუდგა სათავეში ევროპისა და დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლას. ვნახეთ, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი და ივანიშვილი არის ერთმანეთთან შეუთავსებელია - და როგორც ჩანს, „ოცნების“ პირობებში ეს არ შეიცვლება.

მაგრამ, არავის გამორჩეს, რომ, თავისუფლებით მოპოვებული და შენარჩუნებული, ენის, მამულისა და სარწმუნოებასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ერთი შეუცვლელი მოცემულობა ამ ქვეყანაში და ეს არის ამ ქვეყნის მოსახლეობის ნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე. შეიძლება შიშებით შეპყრობილმა ერთმა ადამიანმა გლობალური ომის პარტიის და შეთქმულების თეორიებში ყველა რაღაც სიმაღლე მოხსნას, მაგრამ ამ ფაქტს, მოსახელობის არჩევანს ვერ შეცვლის და წინ ვერ აღუდგება, ამიტომ იყო  გუშინ კვლავ ტყუილით - ჯერ დასავლეთის, ევროკავშირის მტრად გამოცხადება, და მერე ასევე ტყუილით - თურმე ევროპის კავშირში კი არა,   „მტერთა კავშირში“ გაწვერიანებაზე 2030 წლისთვის დაპირებები რომ გაიცა.  თუ მტერია, მაშინ მტერთან რა გვინდა, თუ არ არის, მაშინ რატომ აცხადებ მტრად, რატომ იტყუები?

სად წავიდა გამჭვირვალობის არგუმენტი, წელიწადზე მეტი რომ იმეორებთ და რუსული კანონის დამცველები ამას რომ იყენებდით? ხომ გაცამტვერდა გუშინ ეს არგუმენტი? ხომ გამოჩნდა, რომ მთავარი მიზანი ჩვენი პარტნიორების მტრად გამოცხადებაა, რომ აქ არასასმთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების ნაწილის მოღალატეებად გამოცხადებაა?

ღალატი იმ სახელმწიფოების, რომლებიც ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს იცავენ, ამ სახელმწიფოების დახმარება ქართველი ხალხის მიმართ კი არ არის, ღალატი არის ქვეყნის იზოლაციაში დატოვების მცდელობა და პარტნიორების მტრებად გამოცხადებაა!

გუშინ, ასევე, პირველად ვნახეთ მხოლოდ 3 წელიწადში, 12 წლით რეალობას ჩამორჩენილი ხელისუფლება. რომელმაც, ხელისუფლების მე-4 წრეზე წასვლას მოწყურებულმა მთავარ დაპირებად არა ქვეყნის გაჯანსაღება, ხალხის მდგომარეობას გაუმჯობესება და ევროკავშირის წევრობა, არამედ ნაციონალური მოძრაობის გასამართლება დააანონსოს.

მთელი ბოლო პერიოდი, ნაც მოძრაობის დასაცავად ფარად ქცეული ოცნება, რომელიც ფარად გადაეფარა კეზერაშვილის ქოლცენტრების გამოძიებას, ფარად გადაეფარა ნაც მოძრაობის მოსამართლეების საგამოძიებო კომისიას,  ეხლა თვითონ აპირებს „ნაც მოძრაობას“ ამოეფაროს და კვლავ მოსახლეობის შიშებით ითამაშოს. ვინ დაიჯერებს, ვის დააჯერებთ?

ეს არის სიმართლე და თუ სიმართლე არ გაშინებთ - გახსენით სამთავრობო არხები, საკუთარ თავთან საუბარს მორჩით და დასხედით დებატებში, ხომ ბრძანა კობახიძემ, მზად ვარო, ხომ კვლავ გამოვიდა, რომ იტყუება, გუშინაც კვლავ საკუთარ თავს ესაუბრებოდა ტელევიზიით.

თქვენი ეს ტყუილების კასკადი ისევე ჩამოიშლება, როგორც გუშინდელი აქციის ნაწილი - შუქების გათიშვით რომ ნიღბავდით დაცარიელებულ ქუჩებს.

თავად ამ ქვეყნის მოქალაქეების, ეგ ხალხი, ამ ხალხის ნების საწინააღმდეგო გზავნილები რომ გავრცელდა, ეს ხალხი ჩამოგშლით მომავალ არჩვენებზე“.

ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1569204837193660/

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...