Jump to content
Planeta.Ge

ალექსანდრე მოწერელია - ამ კანონის მიღებით, მმართველ ძალას ხელ-ფეხი ეხსნება, რადგანაც ე.წ. აგენტები, ანუ ყველა ის ადამიანი თუ საზოგადოების ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება და აკრიტიკებს არსებულ მმართველობას, უბრალოდ გააქროს პოლიტიკური, საზოგადოებრივი ველიდან


 დღეს, რუსეთში აღარ არსებობს ოპოზიციური და სიმართლის ხმა. საქართველოშიც ასე იწყება. ყველას დასავლეთის ე.წ გლობალური ომის პარტიის აგენტებად შერაცხავენ, ვინც ხელსუფლებისგან განსხვავებულად ფიქრობს, ჯერ სიტყვიერად, იარლიყების მიწებების დონეზე, ფინანსური რეპრესიების საშუალებით, შემდეგ ალბათ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც.
ამ კანონის მიღებით, მმართველ ძალას ხელ-ფეხი ეხსნება, რადგანაც ე.წ. აგენტები, ანუ ყველა ის ადამიანი თუ საზოგადოების ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება და აკრიტიკებს არსებულ მმართველობას, უბრალოდ გააქროს პოლიტიკური, საზოგადოებრივი ველიდან.
ასეთ დროს, უნდა დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები, გავაპროტესტოთ და არ დავუშვად, საქართველოს რუსეთიზაცია და ბელორუსიზაცია. დღეს, ეს ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების, უპირველესი ვალია!

 ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.

ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2592389364255703/

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...