Jump to content
Planeta.Ge

გახარია - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენს შვილებს დავუტოვოთ ევროპული საქართველო და ისეთი საქართველო, სადაც პოლიტიკური კრიზისების გადაწყვეტის გზად და ადგილად აღარ იქნება პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირი


"ჩვენ უნდა დავარწმუნოთ "ოცნება", რომ წაგება არ ნიშნავს განადგურებას. წაგება არ ნიშნავს შურისძიებას. მიუხედავად იმისა, რომ ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი , განსაკუთრებით კორუფციული დანაშაული, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისგება ეკუთვნის, მაგრამ პოლიტიკურ შურისძიებას და პოლიტიკურ განადგურებას ეს არ ნიშნავს. ჩვენ უნდა დავაწრმუნოთ "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რომ ერთპიროვნული ძალაუფლება ამ ქვეყანაში აღარ უნდა იყოს. ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ისწავლონ კომპრომისი რას ნიშნავს და თავიანთ ინტერესებზე ნაბიჯის ცოტა უკან გადადგმა. რა გვინდა მაშინ ევროპაში?  ევროპული დემოკრატია ნიშნავს კომპრომისების უნარს. ჩვენ თუ ვერ ვასწავლეთ ქართველ პოლიტიკოსებს რა არის კომპრომისი, ვიტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე. ჩვენი  თაობის ამოცანა უნდა იყოს, რომ ჩვენ შვილებს დავუტოვოთ ევროპული საქართველო და ისეთი საქართველო, სადაც პოლიტიკური კრიზისების გადაწყვეტის გზად და ადგილად აღარ იქნება პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირი."


გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...