გახარია - საქართველო როგორც კი ნაბიჯს გადადგამს ევროპაში გაწევრიანების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ვერც ერთ დღეს "ოცნება" ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს, ეს არის "ოცნების" ანტიდასავლურობის მიზეზი
"კრიზისის ხელოვნური შექმნა ხელისუფლების მიერ, აჩენს ეჭვს, რომ ეს არის დავალება რუსეთიდან, სხვანაირად უბრალოდ ვერ ვხსნი ამ ყველაფერს. საქართველოსგან ბელარუსი ვერ გამოვა ვერასოდეს. "ოცნება" დღეს უაღრესად უსუსურ მდგომარეობაშია, ყოველდღიურად ჩანს ეს. მაგალითად, მთელი კამპანია წამოიწყეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აეხსნათ, ეს კანონი რუსული კი არა ამერიკულიაო და პირიქით უფრო დაუმტკიცეს - დაარწმუნეს საქართველოს მოქალაქეები, რომ ეს კანონი ნამდვილად რუსულია. ბევრი ნაბიჯი გადადგეს იმისთვის, რომ აეხსნათ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ჩვენ ევროპელები ვართ, ოღონდ ჩვენ ნამვდილი ევროპა გვინდა, ჭეშმარიტი ევროპა და არა ის ევროკავშირი. ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითობის და თვითგადარჩენის მიზნით, ძალაუფლების გახანგრძლივების მიზნით, სასოწარკვეთილი მოძრაობები და ქმედებები. სინამდვილეში, მათი ანტიდასავლურობის მთავარი ახსნა გახლავთ იმაში, რომ მათ ძალიან კარგად ესმით, საქართველო როგორც კი ნაბიჯს გადადგამს ევროპაში გაწევრიანების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ვერც ერთ დღეს ოცნება ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს. ამას, რა თქმა უნდა, რუსეთი გამოიყენებს. რუსეთისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი დღეს არის კორუმპირებული საქართველოს მთავრობა, რომელსაც ძალიან მარტივად მოისყიდიან, რომელიც იძულებულია მსგავსი კანონების ინიცირების, როგორიც არის რუსული კანონი, დაუმტკიცონ თავიანთ მფარველებს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა საქართველოს წინსვლა ევროპული მიმართულებით შეჩერდეს და შეუძლებელი გახდეს."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.