Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას აანონსებს, ეს ხდება ბოლო ჟამს, როდესაც უკვე სხვა რესურსი არ არსებობს, არ არსებობს არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი


"ახლა ამ ხელოვნურად ინსპირირებული კრიზისებით რის მიღწევას ცდილობს "ოცნება" წარმოდგენა არ მაქვს. მე ვიცი ერთი რამ, არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ხდება ხელოვნურად კრიზისების შექმნა, ამ კრიზისებთან შემდგომ "ოცნებას" გამკლავება უჭირს...  როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას აანონსებს, ეს ხდება ბოლო ჟამს, როდესაც უკვე სხვა რესურსი არ არსებობს, არ არსებობს არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი. მაგალითად ერთი თვის წინ, ორი თვის წინ, სანამ ეს ხელოვნურად ინსპირირებული კროზისები იქნებოდა, აქ ვიჯექით და ვსაუბრობდით სოციალურ პროგრამებზე, მეტეოს განვითარებაზე თბილისში, მინიმალურ ხელფასზე, მინიმალურ პენსიაზე და ასე შემდეგ. დღეს ეს არავის არ ახსოვს. გამოდის, იმის გამო, რომ დღეს ხელისუფლება ვერანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს, პროგრესულ დღის წესრიგს საქართველოს მოქალაქეებს ვერ სთავაზობს, ხელოვნურად ახდენს კრიზისების ინსპირირებას. შემდეგ ან გაუმკლავდებიან ამ პროცესებს, ან ვერ და ქვეყანა შეჰყავთ უზარმაზარ რისკებში. ამიტომ სამოქალქო დაპირისპირების რისკი დღეს ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ეს იყო ორი თვის უკან, კიდევ უფრო დიდია ვიდრე იყო მაგალითად 30 დეკემბრამდე, როდესაც ივანიშვილი გამოჩნდა. ეხლა ამბობენ, რომ ხვალ ისევ მიმართავს აქციაზე თავის მომხრეებს. კარგია რომ არ იმალება, მისგან მაინც გავიგებთ რა არის პოლიტკური მიზანი იმ ყველაფრის, რაც ახლა ხდება."


გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...