Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - დღეს საქართველოს პარტნიორები ევროპაში და ამერიკაშიც ხედავენ, რომ დღეს საქართველოში რაც ხდება, ეს არის მცდელობა ქვეყნის ცივილიზაციური არჩევნის შეცვლის მიზნით (ვიდეო)


"გზავნილით, რომელიც მივიღეთ ამერიკის სენატიდან გვითხრეს, რომ ამ კანონის და საქართველოს პარლამენტში დამტკიცების პირობებში გადაიხედება სტრატეგიული პარტინიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის. მოკლედ, დღეს ჩვენ გვაქვს ორი მესიჯი ორი სტრატეგიული პარტნიორისგან - ევროპელები გვეუბნებიან, რომ ამ კანონის დამტკიცების შემდგომ სვლა ევროპული გაწევრიანების მიმართულებით შეჩერდება, ამერიკელი მეგობრები  გვეუბნებიან, რომ თუ ეს კანონი დამტკიცდება საქართველოს პარლანეტში, გადაიხედება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ- შორის. მინდა გითხრათ, რომ ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების უდიდესი მარცხი და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რა თქმა  უნდა "ოცნებას", იმიტომ, რომ დღეს საქართველოს პარტნიორები ევროპაში და ამერიკაშიც ხედავენ, რომ დღეს საქართველოში რაც ხდება, ეს არის მცდელობა ქვეყნის ცივილიზაციური არჩევნის შეცვლის მიზნით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ერთადერთი და ყველაზე დიდი კონსესუსი, ეს არის ქვეყნის ცივილიზაციური არჩევნის ევროპული და ევროანტლატიკური არჩევანი. დღეს სხვადასხვა ადამიანები ცდილობენ ეს არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. არაფერი მათ არ გამოუვათ,  ერთადერთი უბრალოდ დროს გვაკარგვინებენ  და რა თქმა უნდა უზარმაზარ ტურბულენტობაში და რისკებში შეჰყავთ ქვეყანა. "

გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 
 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...